ისტორიის გამოცდის II სესიაზე 96%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა
17-07-2018
ამ წუთებში საგამოცდო ცენტრებში ისტორიის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებულ აპლიკანტთაგან გამოცდაზე 96%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.

ხვალ, 18 ივლისს 08:00 საათზე, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას სხვადასხვა საგანში ჩააბარებენ.

15:00 საათზე კი დაიწყება მაგისტრანტობის კანდიდატების რეგისტრაცია, რომლებმაც B ტიპის ტესტი აირჩიეს. აპლიკანტები გამოცდას წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში ჩააბარებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203