საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა
25-09-2026
შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც მასწავლებლებს საკლასო პრაქტიკის შეფასებასა და გაანალიზებაში, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება. 
 
 
სახელმძღვანელო ეფუძნება საძიებო-სამოქმედო კვლევის (Exploratory Action Research – EAR) მეთოდოლოგიას, რომელიც ორ ძირითად ეტაპს აერთიანებს: საძიებო ეტაპზე მასწავლებლები სიღრმისეულად იკვლევენ საკლასო გარემოში არსებულ რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებს; სამოქმედო ეტაპზე კი, მიღებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გეგმავენ, ახორციელებენ და აფასებენ მცირე, გააზრებულ ცვლილებებს.
 
კვლევის პროცესის პრაქტიკაში გამოყენება მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეების სწავლას, ისე მის პროფესიულ განვითარებას.
 
 
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მაგალითები და კვლევითი ანგარიშები ეფუძნება ქართველი მასწავლებლების მიერ ქართულ სკოლებში განხორციელებულ რეალურ პროექტებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203