
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს.
სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სკოლაში არაერთი აქტივობა დაიგეგმა.
აღსანიშნავია, რომ კვირეული 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სკოლაში უკვე გაიმართა სპორტული ღონისძიებები: 22 სექტემბერს - შეჯიბრი კალათბურთში (3X3), 23 სექტემბერს - ბადმინტონში, 24 სექტემბერს - ფრენბურთში, 25 სექტემბერს კი ჩატარდა სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“.
ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა.
„ვისწავლოთ გამარჯვება! ეს მარტივია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ევროპის სპორტის დღე 25 სექტემბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: