
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა.
15 სექტემბერს სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი სიხარულით შეაღეს. ბავშვებს სკოლაში, მოწესრიგებული თბილი და საზეიმო გარემო დახვდათ. ახალ სასკოლო ფორმებში გამოწყობილმა პირველკლასელებმა, ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა, ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს.
პატარებს კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ, დირექციამ და პედაგოგებმა მათ სწავლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს.
წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ.
იხილეთ ფოტოები: