საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 10 გამორჩეული მასწავლებელი შეირჩა.
ცნობილია კომისიის წევრების ვინაობაც:
გივი მიქანაძე - განათლების მინისტრი;
თამარ მახარაშვილი - განათლების მინისტრის მოადგილე;
თემურ მიქელაძე - პედიატრი, მედიცინის დოქტორი;
მაია კობახიძე - პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი;
მაია ხაჯიშვილი - აჭარის ა/რ განათლების მინისტრი;
გია მურღულია - ფილოლოგიის დოქტორი;
გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
მამა გიორგი (ზვიადაძე) - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი;
გიორგი ჯინჭარაძე - აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრის მოადგილე;
ნინო ბეგლარაშვილი - მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე;
აღსანიშნავია, რომ თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო - 10 000 ლარი გადაეცემა.
კომისიის წევრები თითოეული პედაგოგის ისტორიას, პროფესიულ საქმიანობას, მრავალწლიან გამოცდილებასა და მიღწევებს გაეცნენ.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, აღინიშნება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია იმართება. წელს ღონისძიება ქალაქ ქუთაისში ჩატარდება.