„ერთად ვქმნით ჩვენს საუკეთესო წელს!“ -ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა სასწავლო წელი საინტერესო აქტივობით დაიწყეს
25-09-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს. 

15 სექტემბერს მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი სიხარულით შეაღეს. დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეთა დაბრუნებას გამორჩეულად ელოდნენ და თბილი დახვედრაც მოუწყვეს. 

ტრადიციულად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა წელსაც განსაკუთრებული აქტივობით დაიწყეს სასწავლო წელი. მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს და სასწავლო წლის მიზნები დასახეს. აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

დამრიგებელმა, მაია რიჟამაძემ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს და საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე საინტერესო სასწავლო წელს დაჰპირდა. 

„ერთად ვქმნით ჩვენს საუკეთესო წელს!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203