თბილისის N79 სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი თამარ თევდორაშვილი მრავალწლიანი, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
25-09-2026

თბილისის N79 სკოლის პედაგოგის - თამარ თევდორაშვილის მრავალწლიანი შრომა და წარმატებული პროფესიული საქმიანობა აღინიშნა. 

პედაგოგი, საზეიმო ღონისძიებაზე ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. 

აღსანიშნავია, რომ ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და გლდანის რაიონის გამგეობის ჩართულობით, თბილისის N160 საჯარო სკოლაში გაიმართა.

მასწავლებლებს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ, პარლამენტის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა გადასცეს.

ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის, ახალგაზრდების განათლებასა და მათ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის.

დამსახურებული ჯილდო მიიღო სსიპ ქ.თბილისის N79 საჯარო სკოლის პედაგოგმა - თამარ თევდორაშვილმა.

სკოლაში პედაგოგის ღვაწლის დაფასება და მისი შრომის აღიარება ახარებთ და კიდევ არაერთი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„მინდა, სულით და გულით მივულოცო მას ეს წარმატება!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203