ქვემო ქედის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია წიკლაური ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა
25-09-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის პედაგოგ მაია წიკლაურის ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი საზეიმოდ აღინიშნა. 

ღვაწლმოსილი მასწავლებელი საზეიმოდ დაჯილდოვდა. 

დედოფლისწყაროს საჯარო სკოლაში პედაგოგის ღვაწლის დაფასება ახარებთ და მასწავლებელს კიდევ არაერთი ღირსეული და წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა! 

სიამაყითა და უდიდესი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ, რომ დამსახურებულ მასწავლებელთა რეგიონულ დაჯილდოებაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რჩეულ პედაგოგთა შორის ჩვენი სკოლის გამორჩეული მასწავლებელი, მაია წიკლაური დასახელდა! 

ეს ჯილდო არის მისი თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულის დამსახურებული აღიარება. 

როგორც პატრიარქი გვმოძღვრავდა, ჩვენი ყოფის უზენაესი საყრდენი და საზომი სწორედ სამი მარადიული ცნებაა — „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. თითოეული პედაგოგის თავდაუზოგავი შრომაც სწორედ ამ უდიდეს ღირებულებებს ემსახურება. მაია მასწავლებელიც ზუსტად ამ გზით, ცოდნასთან ერთად, ღირსებასა და ადამიანობას უნერგავს მომავალ თაობებს!

მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის, რომელიც თითოეული დამსახურებული მასწავლებლის შრომის დაფასებასა და წახალისებას ემსახურება! 

მთელი სკოლის სახელით, ვულოცავთ მაია წიკლაურს და ვუსურვებთ ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასებისა და მათი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენის მიზნით, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა მასწავლებლების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას ემსახურება.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203