
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.
უკვე გაიმართა შეჯიბრებები მძლეოსნობაში, ფრენბურთში, მოსწავლეები ჩაერთნენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში.
მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს ღონისძიებების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს კი - აქტიურობისთვის.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტის კვირეულის სახით საქართველოს სკოლებში, სასწავლო პროცესის პარალელურად, ნამდვილი სპორტული დღესასწაული იმართება. პროექტის მთავარი მიზანია, სპორტი თითოეული ბავშვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდეს.
იხილეთ ფოტოები: