
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
სკოლა, ტრადიციულად აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს.
კვირეულის ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ II ადგილი დაიკავა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სკოლაში ახარებთ ვიცე-ჩემპიონის წარმატება და თითოეულ მონაწილე მოსწავლეს მადლობას უხდიან აქტიურობისა და მონდომებისთვის.
სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას! სასკოლო სპორტულ კვირეულში (მაგიდის ჩოგბურთში) ტყიბულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ II ადგილი დაიკავა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მოსწავლეს, ვინც ტურნირში მონაწილეობდა. თითოეული შეხვედრა იყო უაღრესად დაძაბული, საინტერესო და ემოციური. თითოეულმა მათგანმა ბოლო წამამდე იბრძოლა, გამოავლინა ნამდვილი სპორტული ხასიათი და, თუნდაც მცირედით დათმობილი უმძაფრესი ორთაბრძოლების მიუხედავად, სკოლა ძალიან ასახელა.
უღრმესი მადლობა ბავშვებს ასეთი მონდომებისთვის, შრომისა და იმ ენერგიისთვის, რაც ამ ტურნირში ჩადეს.
ვამაყობთ თითოეული თქვენგანით! ეს მხოლოდ დასაწყისია - წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გელით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი შალვა ბიბილაშვილი გახლავთ.