კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშვიდობის სიმბოლოდ ხე დარგეს და საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს 
24-09-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლა საერთაშორისო ინიციატივას შეუერთდა და მოსწავლეებს მშვიდობის მნიშვნელობა შეახსენა. 

სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

მოსწავლეებმა მშვიდობის სიმბოლოდ ხე დარგეს და მასზე განათავსეს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც ამ მნიშვნელოვან დღეს უკავშირდება. მათ შორის - მშვიდობა, სიყვარული, მეგობრობა, ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა.

„ეს აქტივობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მშვიდობა იწყება თითოეული ჩვენგანის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით. დავრგოთ მშვიდობის ხე და გავზარდოთ უკეთესი მომავალი ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საგნებთან ერთად ღირებულებებს ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203