„ქვემო ქედის საჯარო სკოლის აღზრდილი ათობით თაობა ქედს იხრის თქვენი განუზომელი ღვაწლის წინაშე!“- სასკოლო საზოგადოების წერილი პედაგოგ გულნარა ტვილდიანს
24-09-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში მასწავლებლის შრომა და ღვაწლი დაფასებული და აღნიშნულია. 

წელს, სკოლა ამაგდარ მასწავლებელმა გულნარა ტვილდიანმა დატოვა, ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მისი ღვაწლის წინაშე ქედს იხრიან და პედაგოგს მადლობას უხდიან. 

„ჩვენი სკოლის კედლები მოსწავლეთა და მასწავლებელთა მრავალი თაობის უტყვი მოწმე და მემატიანეა... ცხოვრება კი გრძელდება და ისე, როგორც დღეს ღამე უთენებია, თაობებიც ერთმანეთს ენაცვლებიან... მთავარი კი ის არის, შენი განვლილი გზა შენი შემდგომებისთვის რამდენად ღირებული და მისაბაძია... დღეს ჩვენი სკოლის სივრცეს მართლაც ამაგდარი მასწავლებელი გულნარა ტვილდიანი ჩვეული შემართებით აღარ ამშვენებდა. ძველებური ენთუზიაზმით აღსავსე გული ფიზიკურ სისუსტეს ვეღარ უმკლავდებოდა და გადაწყვიტა, თავისი სასიქადულო პროფესია დაეტოვებინა!

გულიკო მასწავლებელო,

ქვემო ქედის საჯარო სკოლის აღზრდილი ათობით თაობა ქედს იხრის თქვენი განუზომელი ღვაწლისა და დამსახურების წინაშე! გვიყვარხართ, გვახსოვხართ გვეიმედებით და გეფერებით!“,- ვკითხულობთ სამადლობელ წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203