
თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მოსწავლეთა მიღწევებისთვის ახლახან სკოლამ „კინგსის“ ოლიმპიადისგან სპეციალური ჯილდო მიიღო.
სკოლა, საოლიმპიადო მიღწევებით, საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო 100 სკოლას შორის მოხვდა და დაჯილდოვდა მოსწავლეთა საოლიმპიადო და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობის წახალისებისა და ხელშეწყობაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის, რის შედეგადაც სკოლამ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი საქართველოს მასშტაბით საოლიმპიადო მიღწევებით საუკეთესო და 100 სკოლას შორის.
იხილეთ ფოტოები: