
გორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე, აზიარებენ ცოდნას და იღებენ ახალი გამოცდილებას.
18 სექტემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის” 150 წლისთავს.
კონფერენციაში მონაწილეობდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ცირა ბერიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საინტერესო და მნიშვნელოვანი თემატური მოხსენება სახელწოდებით - „სახე-სიმბოლოთა კონცეპტი კონსტანტინე გამსახურდიას რომანში „დიდოსტატის მარჯვენა”.
პედაგოგის მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
„ვულოცავთ ჩვენს კოლეგას კონფერენციაში წარმატებულ მონაწილეობას და ვუსურვებთ ახალ პროფესიულ მიღწევებს, საინტერესო კვლევებსა და კიდევ ბევრ წარმატებულ ნაბიჯს სამეცნიერო გზაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.