ზეიმად ქცეული პირველი სასწავლო დღე უფლისციხის საჯარო სკოლაში
24-09-2026

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებული სიხარულით, სიყვარულითა და საზეიმო განწყობით დაიწყო. 

საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სტუმრებმა ერთად აღნიშნეს ახალი სასწავლო წლის დაწყება.

ღონისძიება გაალამაზა მოსწავლეების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა და ქართული ცეკვებმა, რომლებმაც საზეიმო დღეს კიდევ უფრო მეტი ემოცია და ხალისი შემატა. 

განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო პირველკლასელების მიღება -  პატარა მოსწავლეებმა, პედაგოგების დახმარებით წიგნიერების დიდ და საინტერესო სამყაროში თამამად შეაბიჯეს. მათთვის ეს დღე ახალი თავგადასავლების, ცოდნისა და მეგობრობის დასაწყისია. 

 პირველკლასელებს ასევე გადაეცათ კომპიუტერები, რომლებიც მათ სასწავლო პროცესში დაეხმარება და ცოდნის სამყაროსთან კიდევ უფრო დააახლოებს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ სასკოლო გზას უსურვებენ. 

„ვუსურვებთ ჩვენს ყველა მოსწავლეს წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს!

დაე, თითოეული დღე სავსე იყოს ახალი აღმოჩენებით, წარმატებებით, მეგობრობითა და ლამაზი მოგონებებით! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203