ზესტაფონის N5 სკოლის მოსწავლე ანა ცხადაძე, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრის სტატუსით, განათლების გლობალურ სამიტში მონაწილეობდა
24-09-2026

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ. 

ანა ცხადაძემ ბაქოში გამართულ განათლების გლობალური სამიტში (Global Education Summit 2026) მიიღო მონაწილეობა. 

სკოლის დირექცია მოსწავლეს სიამაყით გვაცნობს და მის წარმატებას გვიზიარებს. 

„ანა  მე-7 კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ნიჭიერი და ენერგიული გოგონა, ასევე ბრწყინვალედ ცეკვავს. იგი ქორეოგრაფიულ ანსამბლ „შევარდენის“ სოლისტია.

„ამ დღეებში ანამ მონაწილეობა მიიღო ბაქოში განათლების საერთაშორისო სამიტში, საქართველოს დელეგაციის წევრის სტატუსით, სადაც კიდევ ერთხელ ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავისი შესანიშნავი უნარები. ასახელა სკოლა, ანსამბლი, პედაგოგები და ქალაქი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექცია ანას ახასიათებს, როგორც ზრდილ, თავაზიან, ბეჯით და პასუხისმგებლობით სავსე მოსწავლედ, რომელიც დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს ამხანაგებს შორის.

„გვჯერა ანა, ასე წარმატებით გააგრძელებს საბაზო საფეხურზე სწავლას, ბევრჯერ გვასახელებს და უამრავჯერ ვიამაყებთ მისი წარმატებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

განათლების გლობალური სამიტი ბაქოში 12 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (მათ შორის საქართველოს ოფიციალური დელეგაცია) შეკრებილი პედაგოგები, სკოლისა და უნივერსიტეტის ლიდერები, პოლიტიკოსები, მკვლევარები და EdTech (განათლების ტექნოლოგიების) ინოვატორები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203