იწვევს თუ არა ნოროვირუსი გართულებებს? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
25-09-2026

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ.

„ჩვენთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით. მათგან ნაწილი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტიდან გაეწერა, ნაწილი - სტაციონარულ განყოფილებაში მკურნალობდა. არცერთ მათგანთან არ გართულებულა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნოროვირუსული ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე იოლად გადაცემად ვირუსს ეკუთვნის: ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მატება. როდესაც ასეთი ვირუსული დიარეა გვაქვს, იმის თქმა, არის თუ არა ეს კონკრეტული ვირუსით გამოწვეული, რთულია. არცერთ კლინიკას არ აქვს ვალდებულება გამოიკვლიოს, რომელი ვირუსი დგას მის უკან. ექიმმა მხოლოდ უნდა განსაზღვროს, დიარეა ვირუსულია თუ ბაქტერიული. ეს არის მკურნალობის განმსაზღვრელი. ამ შემთხვევაში, მკაფიოდ იყო ნაჩვენები ვირუსული დიარეა.

იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში იყო, ბავშვებთან მიმართებაში განისაზღვრა, რა ტიპის ვირუსი იყო და პასუხიც მივიღეთ. მშობლები ფიქრობენ, ხომ არ აქვს ამ ვირუსს მოგვიანებითი გართულებები ან ხომ არ იქნება დაკავშირებული სპეციფიკურ მონიტორინგთან. ამაზე პასუხი არის - არა! მკურნალობა ისე მიმდინარეობდა, როგორც ამ ტიპის ვირუსს სჭირდებოდა, საპანიკო და საგანგაშო არაფერი გვქონდა“.

„ნოროვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული“- თბილისის მერის მოადგილე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203