იანეულის საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა
24-09-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს. 

სპორტულ ღონისძიებაში სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კვირეულის ფარგლებში სკოლაში შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთში. 

  1. ვაჟები 1 X 1;
  2. გოგონები 1 X 1;
  3. შერეული გუნდი: 1 გოგონა 1 ვაჟი - 1 გოგონა 1 ვაჟი;
  4. გოგონები წყვილთა შორის.

ტურნირი საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს. 

ღონისძიება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ზვიად კეკელიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203