ხორენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა 
23-09-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა. 

15 სექტემბერს სკოლის კარი 11-მა პირველკლასელმა შეაღო, რომელთათვისაც სასკოლო ცხოვრების პირველი დღე დღესასწაულად იქცა. პატარებს სკოლაში თბილი და საზეიმო გარემო დახვდათ. ახალ სასკოლო ფორმებში გამოწყობილმა პირველკლასელებმა, ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა და ლამაზი ლექსები წაიკითხეს. 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა და სასკოლო ცხოვრების დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა. 

პირველკლასელებს საკლასო ოთახისკენ მზრუნველი და მოსიყვარულე დამრიგებელი ინგა მელდონიანი, გაუძღვა. სწორედ იქ დაიწყო მათი საინტერესო სასწავლო თავგადასავალი - პირველი გაკვეთილებით, ახალი მეგობრებითა და უამრავი საინტერესო აღმოჩენით.

ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი ყველა მოსწავლეს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი პატარა პირველკლასელებს, რომლების ცოდნის ტაძარში პირველ ნაბიჯებს დგამენ. სკოლის ხელმძღვანელი მათ საინტერესო, ბედნიერ და წარმატებებით სავსე სასწავლო წელს უსურვებს.

„ვულოცავთ, ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით კი ჩვენს პატარა პირველკლასელებს, სკოლის კარის პირველად შემოღება! ვუსურვებთ მათ ბედნიერ, საინტერესო და წარმატებებით სავსე სასწავლო წელს! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“,- აღნიშნა დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203