ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს სტუმრობდნენ
23-09-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

სულ ახლახან, მოსწავლეთა პროფესიული მხარდაჭერის მიზნით საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო და სამუშაო სივრცეები. ასევე TUMO-ს ცენტრი.

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არის თანამედროვე სივრცე, რომელიც ადამიანებს ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარებაში ეხმარება. აქ ახალგაზრდებისა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შეუძლიათ შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები, განავითარონ საკუთარი იდეები და შექმნან საინტერესო პროექტები. ჰაბი მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში.

 მოსწავლეები სანახაობით აღფრთოვანებული დარჩნენ და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203