
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია.
სკოლაში მოსწავლეთა დაბრუნება განსაკუთრებულად ახარებთ. წელსაც ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და მოსწავლეებს მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
პირველკლასელებს სკოლაში საჩუქრები ელოდათ, უფორსკლასელები კი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს მიმართა, სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და სულიერებით სავსე სასწავლო წელი უსურვა.
წინ მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალებით სავსე სასწავლო წელი და ღირებულებითი სწავლება ელოდებათ.
იხილეთ ფოტოები: