ჩაქვის წმ. კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლემ, ძალოსანმა გიორგი ცენტერაძემ აჭარის პირველობაზე მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა
23-09-2026

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში გიორგი ცენტერაძის სპორტული წარმატებით ხარობენ. ახალგაზრდა ძალოსანმა აჭარის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა და 75კგ. წონით კატეგორიაში, მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„მორიგი სპორტული წარმატება გიმნაზიაში! ჩვენი გიმნაზია ამაყობს თავისი ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეებით, რომლებიც სკოლის კედლებს მიღმაც გამორჩეულ შედეგებს აღწევენ!

გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მოსწავლეს, გიორგი ცენტერაძეს, აჭარის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „აჭარის პირველობაზე“ მოპოვებულ II საპრიზო ადგილს.

გიორგიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიზანდასახულობას, დაუღალავ შრომასა და სპორტულ შემართებას ყოველთვის მოაქვს დამსახურებული აღიარება.

გიმნაზიის სახელით ვულოცავთ გიორგის ამ დიდ წარმატებას, ვამაყობთ მისით და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე სწავლაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203