
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
15 სექტემბერს, სკოლამ კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს. სკოლის ეზო მოსწავლეთა ჟრიამულით აივსო. დღე საქართველოს ჰიმნის ფონზე, დროშის აღმართვით დაიწყო და მოსწავლეთა საზეიმო მიღებით გაგრძელდა.
მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და, რაღა თქმა უნდა, სულიერებით სავსე სასწავლო წელი უსურვა.
წინ მოსწავლე-მასწავლებლებს ცოდნით, ახალი აღმოჩენებითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი წელი ელოდებათ.