„ეტალონელმა“ თავის მშობლიურ სკოლას სიუჟეტი მიუძღვნა
17-07-2018
მზია აზნიაშვილი კისისხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარია.
მან გადაწყვიტა თავისი სკოლის შესახებ გადაღებული სიუჟეტი ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინა.
გოგონა დიდი სითბოთი და სიყვარულით ჰყვება მშობლიური სკოლის შესახებ, გვიზიარებს თავის ემოციებსა და სკოლის ისტორიას, სოფლის ულამაზეს ხედებსა და დიდი სიამაყით იხსენებს სკოლაში გატარებულ წლებს.
მზია 13 წლის წინ „საერთაშორისო ეტალონში“ მონაწილეობდა.
მისი წარმატების გზა „ეტალონთან“ ერთად დაიწყო და დღემდე ასე გრძელდება.
„ეტალონმა“ და პირადად ბატონ გოჩასთან მეგობრობამ მასწავლა ბრძოლისუნარიანობა, მიზნისკენ სწრაფვა, სხვისი წარმატების გაზიარება და გახარება. მასწავლა ის, რომ დამარცხებას არ უნდა შეუშინდე და „ერთხელ გამარჯვება ნებისმიერს შეუძლია, გამარჯვებისკენ მუდმივად სწრაფვა კი მხოლოდ გამორჩეულებს!“. „საერთაშორისო ეტალონი“ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო,“ - იხსენებს მზია.
დღეს მზია ერთერთ კერძო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს და იმ პრაქტიკას, რომელიც „ეტალონმა“ მისცა მოსწავლეებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას აქტიურად იყენებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს