ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო წელი იმედითა და რწმენით დაიწყო - აღევლინა პარაკლისი
23-09-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი ამაღლებული სულიერი განწყობით, დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს. 

სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესის დაწყებას სულიერი მსახურება და ლოცვა უძღოდა წინ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად მამა გაბრიელმა და მამა მიქაელმა სწავლის დაწყების პარაკლისი აღავლინეს. სასკოლო საზოგადოებამ ახალი აკადემიური წლის დაწყება ლოცვითა და იმედით აღნიშნა.

გიმნაზიაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ მოსწავლეთა სულიერი და პიროვნული განვითარებაც. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება სკოლის მისია - აღიზარდოს თაობა, რომელიც განათლებასთან ერთად სულიერი ღირებულებებითა იქნება აღჭურვილი.

„ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში, მამა გაბრიელმა და მამა მიქაელმა სწავლის დაწყების პარაკლისი აღავლინეს, რითაც კიდევ ერთხელ განამტკიცეს ჩვენი მისია - აღვზარდოთ თაობა სულიერი სიძლიერითა და ცოდნით აღჭურვილი. მადლობა მათ ლოცვისა და მხარდაჭერისათვის. ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ იმედითა და რწმენით, რომ წინ დიდი წარმატებები გველის!

დიდი მადლობა ჩვენს გიმნაზიის საზოგადოებას, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომ ერთად ვაშენებთ ამ განსაკუთრებულ ადგილს, სადაც სულიერებასა და ცოდნას შორის კავშირი ყოველთვის მტკიცეა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203