განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების წესში ცვლილებები შევიდა, რომელიც როგორც ფუნქციურ ანაზღაურებას ეხება, ისე იმ პედაგოგებს, რომლებსაც კომბინირებულად სწავლების უფლება აქვთ.
2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა გარდამავალი პერიოდი იმ საკითხთან მიმართებითაც, რომლის მიხედვითაც ხდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ძველი და ახალი წესით დაანგარიშებული ოდენობების შედარება და შესაბამისი სხვაობის შევსება.
განახლებული წესით, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც I-IV კლასების კომბინირებულად სწავლების უფლება აქვთ მოპოვებული და დაწყებით საფეხურზე ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს „მე და საზოგადოება“, შრომის ანაზღაურება შესაბამისი წესით მიეცემათ.
ასევე, ცვლილებების მიხედვით ,წლის ბოლომდე წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ფუნქციურ დანამატს მიიღებს ყველა იმს სკოლიდან რომელსიც დასაქმებულია, თუმცა ფუნქციას ერთ სკოლაში/რესურსცენტრში შეასრულებს.