„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
22-09-2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. სასწავლო პროცესს მოსწავლეები და პედაგოგები ახალი რეგულაციების დაცვით შეუდგნენ.

განსაკუთრებული ემოციური ეს დღე სკოლის სამი პირველკლასელისთვის იყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება მათთვის ახალი მეგობრების, ცოდნისა და საინტერესო თავგადასავლების დასაწყისია.

მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს სკოლის დირექტორი შავლეგ აბესაძე.

„მიხარია, რომ ახალი სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში მშვიდ გარემოში დაიწყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი პირველკლასელის შემოერთება, რომელთათვისაც ეს დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია. ვუსურვებ მათ და თითოეულ ჩვენს მოსწავლეს წარმატებებს, საინტერესო სასწავლო წელს და ბევრ სასიამოვნო დღეს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203