ეწერის საჯარო სკოლაში მავნე ჩვევების დამღუპველ შედეგებზე ისაუბრეს
17-07-2018
სამტრედიის, ეწერის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ნარკოტიკის, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების დამღუპველ შედეგებზე ისაუბრეს. აღნიშნეს ის დაავადებები, რომლებიც მწეველ და ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს უვითარდებათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა, მავნე ჩვევების საფრთხეების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებას. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის