ერკეთის საჯარო სკოლაში ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული დაიწყო 
23-09-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლა აქტიურად ეხმაურება ისეთ სპორტულ ღონისძიებებს, როგორიცაა - ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული.

კვირეულმა სკოლაში სტარტი 21 სექტემბერს აიღო. 

კვირეულის პირველ დღეს, შიდასასკოლო პირველობა ჩატარდა კალათბურთში. კვირეულის  მეორე დღეს კი სკოლის ნორჩი ფეხბურთელები შეეჯიბრნენ ერთმანეთს  მინიფეხბურთში.

კვირეულის სახით საქართველოს სკოლებში, სასწავლო პროცესის პარალელურად, ნამდვილი სპორტული დღესასწაული იმართება. პროექტის მთავარი მიზანია, სპორტი თითოეული ბავშვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

ერკეთის საჯარო სკოლაში კი კვირეული გრძელდება და მოსწავლეებს არაერთ სახალისო სპორტულ აქტივობას ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203