„კეთილი იყოს თქვენი პირველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში“- საზეიმოდ დაწყებული სასწავლო წელი და იტავაზის სკოლის დირექტორის გულითადი მილოცვა მოსწავლეებს
23-09-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

15 სექტემბერს, სკოლამ კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს. სკოლის ეზო მოსწავლეთა ჟრიამულით აივსო, ლამაზმა დახვედრამ, საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

სკოლის დირექტორმა, ინგა კომლაძემ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური წელი უსურვა.

„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

კიდევ ერთხელ ივსება ჩვენი სკოლის ეზო ბავშვების ხმაურით, ღიმილითა და სიხარულით.

ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს საინტერესო აღმოჩენებით, წარმატებებითა და ლამაზი მოგონებებით სავსე წელს!

მასწავლებლებს - შემოქმედებით ენერგიასა და წინსვლას მშობლებს კი - შვილების წარმატებით გამოწვეულ უამრავ ბედნიერ წუთს.

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს - კეთილი იყოს თქვენი პირველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში. თქვენ გელოდებათ სკოლა, სადაც სწავლა საინტერესოა, ურთიერთობა - თბილი, ხოლო თითოეული ბავშვის წარმატება - ყველას სიხარულია“,- აღნიშნა დირექტორმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203