
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, სასწავლო წლის დაწყება კი - ყოველთვის დიდი ზეიმი.
ტრადიციულად, წელსაც სკოლაში მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და ბავშვებს მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
სკოლის კარი წელს ორმა პირველკლასელმა შეაღო, მოსიყვარულე და მზრუნველმა მასწავლებლებმა მათ გულთბილი მიღება მოუწყვეს.
დირექტორმა, ნარგიზ სამხარაძემ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და წარმატების კიდევ ერთი წელი უსურვეს.
„გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
გისურვებთ ინტერესითა და დიდი მიღწევებით სავსე, ნაყოფიერ წელს. დაე, ყოველი ახალი დღე ყოფილიყოს ახალი ცოდნის შეძენის, აღმოჩენებისა და წარმატებების საწინდარი! ჩვენი პირველი მერცხლები მოფრინდნენ. ნინო და ლილე წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენი ნაბიჯები გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები: