ირგანჩაის საჯარო სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის დღესასწაულია
23-09-2026

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის დღესასწაულია. წელსაც, პირველკლასელთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და პატარებს მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს. 

ახალ სასკოლო ფორმებში გამოწყობილ, თვალებგაბრწყინებულ მოსწავლეებს საკლასო ოთახში ახალგაზრდა მასწავლებელი მარეხი ვიბლიანი შეუძღვა. ცოდნის ტაძარში მეგზურობას მოსწავლეებს სწორედ ის გაუწევს და იზრუნებს არა მხოლოდ მათ უსაფრთხოებასა და სწავლა-განათლებაზე, არამედ მოტივაციასა და წახალისებაზე. 

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალებით სავსე სასკოლო ცხოვრებას ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203