ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო თავგადასავლის საზეიმო დასაწყისი 
23-09-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და ახალი სასწავლო მიზნებით განაახლეს. 

15 სექტემბერს, სკოლამ მოსწავლეებს კარი საზეიმოდ გაუღო. მოსწავლეთა დაბრუნებას დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად ელოდნენ და ბავშვებს საზეიმო დახვედრაც მოუწყვეს. 

წელს ფარის საჯარო სკოლას სამი პირველკლასელი შეემატა. პატარების მოტივაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, მათ კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. მზრუნველი და მოსიყვარულე დამრიგებელი მათ ბუშტებით მორთულ საკლასო ოთახში შეუძღვნა

სკოლის დირექტორმა გულო ვიბლიანმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა

„ძვირფასო მოსწავლეებო და საყვარელო პირველკლასელებო! თქვენი სკოლა გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს, ბევრ ბედნიერ დღეს და დაუვიწყარ სასკოლო წლებს!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ცოდნის, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და წარმატების კიდევ ერთი წელი ელოდებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203