
15 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ, მათ დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს მოწესრიგებული და ლამაზად მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს. დირექციამ და პედაგოგებმა მათ მოტივაციაზე იზრუნეს და პატარებს სკოლაში მისვლით გამოწვეული მღელვარება სიხარულად უქციეს.
მათ ბავშვები დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები.
სკოლის ეზოში შეკრებილ სასკოლო საზოგადოებას მიმართა დირექტორმა ციოყ წერედიანმა. სკოლის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ცოდნის, აღმოჩენების, საინტერესო გამოცდილებებისა და ახალი წარმატების კიდევ ერთი წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: