ზეიმად ქცეული პირველი სასწავლო დღე მუჟალის საჯარო სკოლაში
23-09-2026

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.

15 სექტემბერს, სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს. სკოლის ეზო მოსწავლეთა ჟრიამულით აივსო. დღე სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო და მოსაწავლეთა საზეიმო მიღებით გაგრძელდა. 

ამ დღის მთავარი გირები, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ - ახალი სასკოლო ფორმებით, ცნობისმოყვარე თვალებითა და ყვავულებით ხელდამშვენებულები. 

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა. 

„მარგიანის მუჟალის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. საქართველოს თითოეულ მოსწავლეს , მასწავლებელს და მშობელს ვუსურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასკოლო საზოგადოებას წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ სასწავლო წელს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203