ქვემო მახოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა 
23-09-2026

15 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

დღე საქართველოს ჰიმნით დაიწყო. სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ღონისძიება ლექსებითა და სიმღერებით გაგრძელდა. საზეიმო დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებული მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნას დაეთმო. განსაკუთრებული წარმატებისთვის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყველაზე პატარა მოსწავლეებმაც. პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს და სასკოლო ცხოვრების დაწყება პირველ მასწავლებლებთან ერთად აღნიშნეს. 

„ჩვენი ყველაზე პატარა, პირველკლასელები კი ლექსებითა და სიხარულით შემოგვიერთდნენ. მათ სასკოლო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები გადადგეს და საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ წინ მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელი ელოდებათ. 

„საზეიმოდ დაირეკა პირველი ზარი - დაიწყო ახალი თავგადასავალი, ახალი აღმოჩენებისა და ცოდნის წელი! ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებულ, ბედნიერ და საინტერესო სასწავლო წელს!“,- დასძენენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203