
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებში. ნიჭიერი მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ახლახან, თაიას საჯარო სკოლამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებულ ვიდეოკონკურსში - „წარმოაჩინე შენი სოფელი“ პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა.
პროექტში მონაწილე მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა (800 ლარი) მთლიანად გადაირიცხება დათა სახოკიას დახმარების ფონდში.
სკოლას პროექტში გამარჯვება მოუტანეს მოსწავლეებმა - ანი საჯაიამ, მართა საჯაიამ, ბარბარე საჯაიამ, ინგა მორგოშიამ, მაია აბშილავამ და გელა საჯაიამ.
სკოლაში ახარებთ წარმატება და მოსწავლეებს ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო: