ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა 
22-09-2026

15 სექტემბერს,  მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს. 

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი პირველკლასელები იყვნენ, მათ ხომ ცოდნის კარი პირველად შემოაღეს. ცოდნის ტაძარში პატარებს მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებელი შეუძღვნა და ბავშვებს საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული საკლასო ოთახი დაახვედრა. პატარები ლამაზი და თბილი დახვედრით აღფრთოვანებული დარჩნენ. 

სკოლის დირექტორმა, ლალი გულედანმა სასკოლო საზოგადოებას სიყვარულით მიმართა და ცოდნის, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და წარმატებების კიდევ ერთი წელი უსურვა. 

„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო!

დღეს ვიწყებთ ახალ 2026-2027 სასწავლო წელს!

ახალი სასწავლო წელი ახალი დასაწყისია - ახალი მიზნების, ოცნებების, მეგობრობის, ცოდნისა და უამრავი საინტერესო აღმოჩენის დრო!

ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს,

ჩვენს მასწავლებლებს - შემოქმედებით ენერგიას, მოთმინებას და პროფესიულ წარმატებას,

მშობლებს კი - შვილების ყოველი ნაბიჯით გამოწვეულ წარმატებას, სიხარულს და სიამაყეს!

ერთად შვქმნათ კიდევ ერთი წელი, რომელიც ცოდნით, მეგობრობითა და ლამაზი მოგონებებით იქნება სავსე.

გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას!

წარმატებები ჩვენს დიდ სასკოლო ოჯახს

დღეს ჩვენი პატარა პირველკლასელები პირველად შემოვიდნენ ჩვენს საკლასო ოთახში - ცოტათი მორცხვად, ცოტათი აღელვებულები, მაგრამ დიდი ცნობისმოყვარეობით და უამრავი ოცნებებით

ეს დღე ახალი თავგადასავლის დასაწყისია

გილოცავთ სწავლის დაწყებას“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203