საზეიმოდ დაწყებული სასწავლო წელი შუასურების საჯარო სკოლაში
22-09-2026

15 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციაზე გამორჩეულად იზრუნეს და ბავშვებს გულთბილი, სადღესასწაულო დახვედრა მოუწყვეს. 

დღე სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო და საზეიმო მიღებით გაგრძელდა. საქართველოს დროშა სიმბოლურად პირველკლასელებმა აღმართეს. დღის გმირებს დირექციამ და პედაგოგებმა სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს და საინტერესო სასწავლო წელსა და საგანმანათლებლო თავგადასავალებით სავსე სასკოლო ცხოვრებას დაჰპირდნენ. 

სკოლაში დაბრუნებით არანაკლებ გაიხარეს უფროსკლასელბმაც, მათ სასწავლო წლის დაწყება მასწავლებლებთან ერთად აღნიშნეს. 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ცოდნის, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და წარმატებების კიდევ ერთი წელი ელოდებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203