
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სასწავლო პროცესის განახლებას სკოლის დირექცია და პედაგოგები სრული მზადყოფნით შეხვდნენ და მოსწავლეებს მოწესრიგებულ სასკოლო სივრცესთან ერთად სადღესასწაულოდ მორთულ-მოკაზმული საკლასო ოთახები დაახვედრეს.
სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება და ლამაზი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წლის დაწყება ერთად იზეიმეს.
სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური წელი უსურვა.
წინ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცოდნის, აღმოჩენების, საინტერესო გამოცდილებისა და ახალი წარმატებების კიდევ ერთი წელი ელოდებათ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6