ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი, ტრადიციულად, საზეიმოდ დაიწყო.
მცირეკონტიგენტიან, საბაზო სკოლაში, ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ, ამიტომ ყველაფერს აკეთებნ იმისთვის, რომ პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყება დღესასწაულად უქციონ.
წელს სკოლის კარი ორმა პირველკლასელმა შეაღო. სკოლაში მოსწავლეებს ლამაზი დახვედრა მოუწყვეს. პატარებმა გამორჩეული საჩუქარიც მიიღეს. პირველკლასელებს მერიის სახელით ინტეგრირებული სახელმძღვანელო „პირველკლასელთა აკადემია“ გადაეცათ.
სკოლის დირექტორმა მარგო ბალასანიანმა სიყვარულით მიმართა თავის მოსწავლეებს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება და წიგნის სიყვარული უსურვა. ორ პირვეკლასელს კი გზა დაულოცა ცოდნის სამყაროში და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
იხილეთ ფოტოები: