საზეიმოდ დაწყებული სასწავლო წელი ტანძიის საჯარო სკოლაში 
22-09-2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეები სკოლის კედლებს დიდი შემართებითა და სიხარულით დაუბრუნდნენ, ბავშვებს იქ მათ უსაფრთხოებაზე, სწავლა-განათლებასა და მოტივაციაზე მზრუნველი პედაგოგები ელოდნენ, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსწავლეებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ. 

პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზად მორთული სასკოლო სივრცე დაახვედრეს და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დიდი სიყვარულით შეუძღვნენ. ამ დღის მთავარი გმირები კი ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ ახალი სასკოლო ფორმებითა და ცნობისმოყვარე თვალებით. მათ სასკოლო ცხორვების დაწყება დირექციამ და პედაგოგეგმა დიდი სიყვარულით მიულოცეს.  

„მშვიდობიანი და წარმატებული სასწავლო წელი ყოფილიყოს! 

მილოცვების განსაკუთრებული ადრესატები, ჩვენი პირველკლასელები!

უღრუბლო ცა, მზეგრძელობა და საინტერესო სასწავლო თავგადასავლები მათ!“,- აღინიშნა სკოლაში. 

წინ კი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცოდნის, აღმოჩენების, საინტერესო გამოცდილებებისა და ახალი წარმატებების კიდევ ერთი წელი ელოდებათ.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203