„მჯერა, ეს წელი იქნება ახალი მიღწევებით სავსე“-დირექტორის გულითადი მილოცვა და საზეიმოდ განახლებული სასწავლო პროცესი ჩუნჩხის საჯარო სკოლაში 
22-09-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დაბრუნებას დიდი სიხარულით ელოდნენ, მათ დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის დაწყება ზეიმად ექციათ. 

15 სექტემბერს სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. ამ დღის მთავარი გმირები, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ - ახალი სასკოლო ფორმებით, ყვავილებით ხელდამშვენებულები, ცნობისმოყვარე თვალებით - დირექციამ და პედაგოგებმა პატარები დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს და საზეიმოდ მორთულ სასკოლო სივრცეში შეუძღვნენ. 

სკოლის დირექტორმა, მზარ პაპიძემ სასკოლო საზოგადოებას მიმართა, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური გზა უსურვა. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო!

ყველას მთელი გულით გილოცავთ 15 სექტემბერს — ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის ახალი იმედების, მიზნებისა და საინტერესო გამოწვევების საწყისია. მჯერა, რომ ეს წელი ჩვენი სკოლისთვის იქნება შემოქმედებითი, წარმატებული და ახალი მიღწევებით სავსე.

დღეს განსაკუთრებული ემოციითა და სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენს ყველაზე პატარა წევრებს. დღეს ჩვენი სკოლის კედლები განსაკუთრებულმა ჟრიამულმა და სიხარულმა აავსო. ჩვენს დიდ ოჯახს ყველაზე პატარა, თვალებციმციმა წევრები შემოუერთდნენ!

ძვირფასო პირველკლასელებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. გისურვებთ, რომ ეს გზა ყოფილიყოს საინტერესო, ზღაპრული და დიდი აღმოჩენებით სავსე. თქვენ დღეს აბიჯებთ სამყაროში, სადაც ისწავლით წერა-კითხვას, შეიძენთ ერთგულ მეგობრებს და აღმოაჩენთ საკუთარ ნიჭს. იცოდეთ, რომ ჩუნჩხის საჯარო სკოლა და თითოეული მასწავლებელი მზად არის, გახდეს თქვენი საიმედო მეგზური.

უფროსკლასელებს ვუსურვებ დასახული მიზნების მიღწევას, ხოლო ჩვენს პედაგოგებს — ენერგიასა და ნაყოფიერ მუშაობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძრვანელმა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203