
თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო განწყობითა და ახალი შემართებით დაიწყეს.
პედაგოგმა მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნა და არდადეგებიდან დაბრუნებულ ბავშვებს პირველი სასწავლო დღე დღესასწაუალდ უქცია.
ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ და მართლაც, დაუვიწყარი დრო გაატარეს. პედაგოგმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ თითოეული მათგანი უნიკალურია, მათი ინტერესები უპირატესი, მათი სკოლაში დაბრუნება კი ყველათვის ზეიმი.
წინ კი მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალებით სავსე სასწავლო წელი ელით.
„სრულიად სასკოლო საზოგადოებას ვულოცავთ სწავლის დაწყებას და ვუსურვებთ კიდევ ერთ საინტერესო, შთამბეჭდავ, აქტივობებით დახუნძლულ და წარმატებულ წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: