სორის საჯარო სკოლაში ერთადერთ პირველკლასელს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
21-09-2026

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო. მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებით ახარებთ, რაღა თქმა უნდა, მის დასახვედრად დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად მოემზადნენ და მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთული სასკოლო გარემო დაახვედრეს. 

სკოლის დირექტორმა რუსუდან მეტრეველმა სასწავლო წლის დაწყება მთელ სასკოლო საზოგადოებას მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური წელი და დასახული მიზნების მიღწევა უსურვა

წინ სასკოლო საზოგადოებას ცოდნის, აღმოჩენების, საინტერესო გამოცდილებებისა და ახალი წარმატებების კიდევ ერთი წელი ელოდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203