„მადლობა, ბავშვების გახარებისათვის“- ორბელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მოსწავლეებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა
21-09-2026
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის სახელობითი მაისურებით დასაჩუქრდნენ. 

განსაკუთრებული საჩუქარი მოსწავლეებს სკოლის კურსდამთავრებულმა გაუგზავნა. 

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი.

საჩუქარმა მოსწავლეები განსაკუთრებით გაახარა.

სკოლაში კურსდამთავრებულს ყურადღებისა და ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭებისთვის მადლობას უხდიან.

„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ორბელის საჯარო სკოლის სახელით, სკოლის ღირსეულ კურსდამთავრებულს ბატონ ზაქრო გვიშიანს, რომელმაც დღეს საოცარი საჩუქარი გამოუგზავნა ჩვენს მოსწავლეებს, მაისურები წარწერითა და ჩვენთვის საამაყო ორბელის ციხის სურათით. ეს იყო დღევანდელი დღის ნამდვილი სიურპრიზი. მადლობა ზაქრო ჩვენი ბავშვების გახარებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ კურსდამთავრებულები არ ივიწყებენ მშობლიურ სკოლას.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203