საზეიმო პირველი ზარი გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში
21-09-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

15 იანვარს, სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს. სკოლის ეზოში მოსწავლეთა მონაწილეობის ღონისძიება გაიმართა. ამ დღის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ,  - პედაგოგებმა პატარების მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნეს, სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება, ბავშვებს სიხარულად უქციეს. 

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური გზა უსურვა. 

„გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ჩვენი სკოლის ეზო კვლავ გაცოცხლდა და მზად არის ახალი, საინტერესო თავგადასავლებისთვის!

მასწავლებლებო, მადლობა იმ სითბოსა და ერთგულებისთვის, რომლითაც ჩვენს მოსწავლეებს გზას უნათებთ. გისურვებთ ნაყოფიერ და ენერგიულ წელს! ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, განსაკუთრებით კი პატარა პირველკლასელებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაღმა დვაბზუს სკოლის დიდ ოჯახში! იყავით თამამები და ცნობისმოყვარენი. მშობლებო, გეამაყოთ თქვენი შვილების ყოველი ახალი წარმატებით. დაე, ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი, ბედნიერი და უამრავი წინსვლის მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის!“,- აღნიშნა დირექტორმა. 

ღონისძიების შემდეგ ბავშვებმა ლამაზად მორთულ-მოკაზმულ საკლასო ოთახებში გადაინაცვლეს. მათი წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი ელოდებათ. მათ ცოდნაზე კი პროფესიონალი პედაგოგები იზრუნებენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203