ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 
20-09-2026
უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება. აბიტურიენტები საკუთარ შედეგებს ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge - გაეცნობიან. 
 
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტებს 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა აერჩიათ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.
 
 ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა აბიტურიენტს, რომელმაც:
  •  2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
  •   2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203