„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
18-09-2026

ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და დღეს ილია შავრდოშვილის სახელობის, ყვარლის მუნიციპალიტეტის, ქოლობნის საჯარო სკოლის წარმატებული სტარტის შესახებ გიამბობთ. 

„სასწავლო პროცესი ორგანიზებულად და გეგმაზომიერად დავიწყეთ“, - აღნიშნავს  დირექტორი, კონსტანტინე ცხოვრებაძე.

როგორ მიიღეს ადგილობრივმა მოსწავლეებმა სასკოლო ფორმების დაწესება და შეზღუდვები მობილურებზე? - ბატონი კონსტანტინე განმარტავს, რომ ფორმა შექმნის წესრიგს და მობილური ტელეფონების შეზღუდვაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე - „სმარტფონებისგან თავისუფალი გარემო ბავშვებს ეხმარება, მეტი დრო დაუთმონ ცოცხალ კომუნიკაციასა და უშუალოდ საგაკვეთილო პროცესს, რაც სწავლის ხარისხზე პირდაპირ აისახება“.

აქვე აღსანიშნავია ქოლობნის საჯარო სკოლის მასწავლებლების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება - მათი მიდგომები და გამოცდილება ქმნის იმ უსაფრთხო და განმავითარებელ გარემოს, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის ათვისებაში ეხმარება.

ქოლობნის საჯარო სკოლის მთავარი დასაყრდენი მაღალკვალიფიციური პედაგოგიური გუნდია. აქ მომუშავე მასწავლებლები არა მხოლოდ საგნის სპეციალისტები, არამედ ნამდვილი მენტორები არიან, რომლებიც თითოეული ბავშვის ნიჭისა და პოტენციალის აღმოჩენაზე მუშაობენ. მათი პროფესიონალიზმი, თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებისადმი უსაზღვრო სიყვარული ქმნის იმ ძლიერ აკადემიურ საფუძველს, რითაც სკოლა ასე ამაყობს“, - აღნიშნავს ბატონი კონსტანტინე, ჩვენ კი დავძენთ, რომ სწორედ ინოვაციური მიდგომებით, იდეალური დისციპლინით, უსაფრთხო გარემოთი და საუკეთესო აკადემიური გუნდით ქოლობნის საჯარო სკოლამ დაამტკიცა: აქ თითოეული მოსწავლე მნიშვნელოვანია. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203