ფოთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო
18-09-2026

თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. 

წელსაც სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი ზარ-ზეიმით გაუღო მოსწავლეებს. გაიმართა საზეიმო მიღება. დღე სკოლის ეზოში სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დღოშის აღმართვით დაიწყო, ლამაზად მორთულ-მოკაზმულ სასკოლო სივრცეში გაგრძელდა. 

15 სექტემბრის მთავარი გმირები კი, რა თქმა უნდა, პირველკლასელები იყვნენ. მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სასკოლო სახელმძღვანელოები და ლეპტოპები, სახალისო აქტივობებმა კი პირველი შეხვედრა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.

პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს საკრებულოს წარმომადგენლებმა: სანდრო ქუშაშვილმა, ბექა მორჩილაძემ, ნიკა იზორიამ და გიორგი დოლიძემ.

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ აკადემიურ წელს უსურვებს. 

„თეოფანე დავიათაიას სახელობის ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებით, ცოდნითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე წელს!

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებისთვისაც სასკოლო ცხოვრების პირველი დღე ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია, ვუსურვებთ მოსწავლეებს წარმატებებსა და საინტერესო აღმოჩენებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203